3.5 მილიონი ლაიქი 1 თვეში - როგორ შეიცვალა რონალდუს შემდეგ იუვენტუსის მედია? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

3.5 მილიონი ლაიქი 1 თვეში - როგორ შეიცვალა რონალდუს შემდეგ იუვენტუსის მედია?


3.5 მილიონი ლაიქი 1 თვეში - როგორ შეიცვალა რონალდუს შემდეგ იუვენტუსის მედია?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა, რომლის სანაცვლოდაც 112 მილიონი ევრო გადაიხადა.

ცხადია, 33 წლის პორტუგალიელი მოედანზე თავის საქმეს გააკეთებს, თუმცა ის მოედნის გარეთაც საკმაოდ მომგებიანია.

Sport წერს თუ როგორ შეიცვალა ტურინული გუნდის სოციალური მედიის აქტივობა კრიშტიანუს დამატების შემდეგ.

Instagram-ზე "იუვენტუსს" 14.4 მილიონი გამომწერი დაუგროვდა. მხოლოდ ივლისის თვეში კლუბს 3.5 მილიონი გამომწერი მოემატა, მანამდე კი თვეში გუნდს დაახლოებით 300 000 გამომწერი ემატებოდა.

ივლისის თვეში, "იუვენტუსის" პოსტები, ყველა ქსელში ერთად 83-მა მილიონმა ადამიანმა ნახა და მადრიდის "რეალსაც" გადაასწრო, რომელსაც 80 მილიონი ნახვა ჰქონდა.

ივლისის თვეში, Youtube-ზე "იუვენტუსის" გვერდზე დადებულ ვიდეოებს ჯამში 36 მილიონი ნახვა ჰქონდა, 4 მილიონით მეტი, ვიდრე "ბარსელონას" იმავე თვეში და 11 მილიონით მეტი, ვიდრე "რეალს".

ასევე, ივლისამდე ბოლო 6 თვეში, ჯამში "იუვენტუსის" ვიდეოებს Youtube-ზე მხოლოდ 18 მილიონი ნახვა ჰქონდა.

ასევე იხილეთ:

ქართველი ფეხბურთელი ავარიას ემსხვერპლა

დაიმატებს თუ არა ბარსელონა პოგბას? - კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა

ჭრიკიშვილი ფედერაციის წინააღმდეგ: "დავუდგები ღვინიაშვილს და ვინც გაიმარჯვებს ის წავიდეს მსოფლიოზე"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები