ჟერვინიო სერია ა-ს კლუბს უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟერვინიო სერია ა-ს კლუბს უახლოვდება


ჟერვინიო სერია ა-ს კლუბს უახლოვდება

"ჰებეი ჩაინა ფორჩუნის" შემტევი ნახევარმცველი, ჟერვინიო უახლოეს პერიოდში "პარმას" ფეხბურთელი გახდება, წერს Sky Sport Italia.

არსებული ინფორმაციით, "პარმა" ჩინურ კლუბს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე შეუთანხმდა.

ცნობისთვის, 31 წლის ფეხბურთელს სერია ა-ში უკვე უასპარეზია, სადაც "რომას" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში კოტ'დივუარელმა ჩინეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები