ბორდომ ბარსელონას მცველი ინათხოვრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბორდომ ბარსელონას მცველი ინათხოვრა


ბორდომ ბარსელონას მცველი ინათხოვრა

"ბარსელონას" მცველი, სერხი პალენსია კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

"ბორდომ" ოფიციალურად დაადასტურა 22 წლის ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარის წესით დამატება.

პალენსია, რომელიც ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობს, გასულ სეზონში "ბარსელონა ბ"-ს ღირსებას იცავდა.

2017/18 წლების სეზონში ახალგაზრდა უკანახაზელმა სეგუნდა დივიზიონში 31 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები