ლოპეტეგი: "ბეილი გაცილებით უკეთ ითამაშებს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლოპეტეგი: "ბეილი გაცილებით უკეთ ითამაშებს!"


ლოპეტეგი:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბის" უელსელ ვინგერზე, გარეთ ბეილზე, ისაუბრა.

"ბეილმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ის გაცილებით უკეთ ითამაშებს.

სეზონის ამ ეტაპზე სავსებით ნორმალურია, რომ მოთამაშეები ფიზიკური ფორმის პიკში არ იმყოფებიან. ამიტომაც, ვიცით, რომ გარეთი და სხვებიც მომავალში გაცილებით მეტს გამოავლენენ.

ბეილის თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ და იმედი გვაქვს, მატჩების ბედს სამომავლოდაც გადაწყვეტს", - განაცხადა 51 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.

ამ ზაფხულს "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუ ტურინის "იუვენტუსში" 112 მილიონ ევროდ გაყიდა და მოსალოდნელია, რომ ახლა გუნდის მთავარი ვარსკვლავი სწორედ გარეთ ბეილი იქნება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი ხულენ ლოპეტეგი გარეთ ბეილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები