ბალოტელი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბალოტელი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს


ბალოტელი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, მარიო ბალოტელი, შესაძლოა ინგლისის ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეს.

28 წლის მარიომ ამ ზაფხულს ფრანგული "ნიცას" დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა, მაგრამ მას ევროპული ტოპ-კლუბები არ აქცევენ ყურადღებას.

"L'Equipe" იტყობინება, რომ ბალოტელით "ვესტ ჰემ იუნაიტედი" დაინტერესდა და მოლაპარაკებებიც წამოიწყო. "ნიცას" მარიოს სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

მარიო ბალოტელი პრემიერ ლიგაში 2010-13 წლებში "მანჩესტერ სიტის" მაისურით ასპარეზობდა და 54 თამაშში 20 გოლი გაიტანა. მოგვიანებით, 2014/15 წლების სეზონი მან "ლივერპულში" იასპარეზა იჯარით, მაგრამ იქ წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები