სამპდორიამ შვედეთის ნაკრების მოთამაშე დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სამპდორიამ შვედეთის ნაკრების მოთამაშე დაიმატა


სამპდორიამ შვედეთის ნაკრების მოთამაშე დაიმატა

შვედეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ალბინ ეკდალი, კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს.

"ჰამბურგის" 29 წლის მოთამაშის ტრანსფერი "სამპდორიამ" დაადასტურა, მაგრამ გენუურმა კლუბმა შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გაამჟღავნა.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში ალბინ ეკდალმა 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი ეროვნული ჩემპიონატიდან გავარდა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ეკდალი შვედეთის ეროვნული გუნდის ძირითადი ცენტრი იყო. შვედებმა მეოთხედფინალურ ეტაპამდე მიაღწიეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები