ჟირონამ სიტის ნახევარმცველი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟირონამ სიტის ნახევარმცველი დაიმატა


ჟირონამ სიტის ნახევარმცველი დაიმატა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, პატრიკ რობერტსი, მომდევნო სეზონს ესპანეთის ლა ლიგაში ჩაატარებს.

21 წლის ინგლისელი მოთამაშე ერთწლიანი იჯარის წესით "ჟირონას" შეუერთდა - ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა.

პატრიკ რობერტსი "ქალაქელების" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება და მას შემდეგ სხვადასხვა კლუბებში იჯარით ასპარეზობს.

გასულ სეზონში პატრიკმა გლაზგოს "სელტიკის" მაისურით შესანიშნავად ითამაშა - 65 თამაშში 12 გოლი და 13 საგოლე პასი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები