ლენოს მოცდა მოუწევს - ჩეხი მომდევნო თამაშებშიც ძირითადში იქნება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლენოს მოცდა მოუწევს - ჩეხი მომდევნო თამაშებშიც ძირითადში იქნება


ლენოს მოცდა მოუწევს - ჩეხი მომდევნო თამაშებშიც ძირითადში იქნება

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, აღნიშნა, რომ პეტერ ჩეხს კვლავ პირველ ნომრად ათამაშებს.

"ძირითად შემადგენლობაში პიტერ ჩეხი იქნება, მე მისი მჯერა. ჩემთვის ეს იოლი გადაწყვეტილება იყო.

მომავალში კი ძირითადში თამაშის შანსი ბერნდსაც ექნება, ვინაიდან მე მისიც მჯერა.

ჩეხის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მას უდიდესი გამოცდილება, კლასი და გამძლეობა აქვს", - განაცხადა ესპანელმა.

პრემიერ ლიგის პირველ ტურში "არსენალი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტისთან" 0:2 დამარცხდა, ხოლო მომდევნო ტურში "ჩელსის" დაუპირისპირდება.

ბერნდ ლენო "მეთოფეებმა" ამ ზაფხულს ლევერკუზენის "ბაიერიდან" დაიმატეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები