ოფიციალურად: იტალიის სერია ა-ს ორი თამაში გადაიდო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: იტალიის სერია ა-ს ორი თამაში გადაიდო


ოფიციალურად: იტალიის სერია ა-ს ორი თამაში გადაიდო

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ სერია ა-ს ახალი სეზონის პირველი ტურის ორი თამაში გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.

ოფიციალურად ორი მატჩი გაუქმდა: "სამპდორია" - "ფიორენტინა" და "მილანი" - "ჯენოა". ორივე ეს შეხვედრა კვირას, 19 აგვისტოს, უნდა გამართულიყო.

გენუაში კატასტროფა 14 აგვისტოს მოხდა - მორანდის საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და 38 ადამიანი გარდაიცვლა. მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ორივე გენუურმა კლუბმა იტალიური ფეხბურთის ფედერაციას საკუთარი თამაშის გადადება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ტრაგედიას დანარჩენი კლუბებიც შეუერთდნენ და იტალიის სერია ა-ს პირველი ტური მთლიანად გადაიდოს.

ასევე იხილეთ:

ქართველი ფეხბურთელი ავარიას ემსხვერპლა

დაიმატებს თუ არა ბარსელონა პოგბას? - კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა

ჭრიკიშვილი ფედერაციის წინააღმდეგ: "დავუდგები ღვინიაშვილს და ვინც გაიმარჯვებს ის წავიდეს მსოფლიოზე"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები