ნეაპოლის მერი: "ნაპოლის პრეზიდენტს სტადიონისთვის 1 ევროც არ გაუღია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეაპოლის მერი: "ნაპოლის პრეზიდენტს სტადიონისთვის 1 ევროც არ გაუღია!"


ნეაპოლის მერი:

ნეაპოლის მერმა, ლუიჯი დე მაგისტრისმა, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, უადგილო კრიტიკის გამო ამხილა.

"დე ლაურენტისის ზოგიერთი განცხადებით გაოცებული დავრჩი.

ის ამბობს, რომ "სან პაოლო" ტუალეტია. კარგი, ანუ გამოდის, რომ მან ტუალეტის გასაკეთებლად არცერთი კაპიკი არ გაიღო.

სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით აურელიოს "სან პაოლოსთვის" 1 ევროც კი არ გაუღია, სამაგიეროდ სხვა რაღაცებისთვის რჩება ფული", - განაცხადა ლუიჯიმ.

აურელიო დე ლაურენტისი მუდმივად ჩივის, რომ "სან პაოლოს" განახლება სჭირდება და ახლახანს ისიც კი აღნიშნა, რომ სტადიონი უფრო ტუალეტს ჰგავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი აურელიო დე ლაურენტისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები