Goal.Ge

დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?


დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?

ხულენ ლოპეტეგის დებიუტი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში წარუმატებელი გამოდგა - "სამეფო კლუბი" უეფას სუპერთასის მატჩში დამარცხდა მეზობელ "ატლეტიკოსთან" (2:4).

ლოპეტეგი "ბლანკოსის" პირველი დამრიგებელია 2007 წლიდან, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა წააგო. უკანასკნელი უიღბლო სპეციალისტი იყო ბერნდ შუსტერი. ამავდროულად თავად "რეალი" 2000 წლიდან პირველად დამარცხდა საერთაშორისო თასის ფინალში.

დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?

18 წლის წინ მადრიდელებმა ვერ მოახერხეს "ბოკა ხუნიორსის" ძლევა საკონტინეტთაშორისო თასზე (დღევანდელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). რამ გამოიწვია "სამეფო კლუბის" ფიასკო? გავარჩიოთ დეტალურად.

პირველი ტაიმი

მატჩი გახსნა დიეგო კოსტას სწრაფმა ბურთმა, "ატლეტიკოს" ფორვარდმა ყუმბარისებული დარტყმით აიღო კეილორ ნავასის კარი. აღნიშნულ გოლში დამნაშავეები არიან რამოსი და ვარანი, რადგან "რეალის" ცენტრალურმა მცველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ "ინდიელთა" თავდამსხმელი კოსტა-რიკელ კიპერს მიახლოვებოდა.

დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?

აღსანიშნავია, რომ ნავასს შეეძლო იმ ბურთის აღება, მაგრამ კეილორმა რატომღაც უჩვეულო პოზაში გადაწყვიტა მოგერიება, შედეგად კი გაშვებული გოლით დაისაჯა. ანგარიშის გახსნის შემდეგ ინიციატივას დაეუფლა უკვე "ბლანკოსი". ბეილი-ბენზემა-ისკო-ასენსიოს კვარტეტი ძალიან აქტიურობდა, 26-ე წუთზე უკვე 1:1 იყო.

გამოირჩა ფრანგი ფორვარდი, რომელსაც ბრწყინვალე ასისტი გაუკეთა უელსელმა. საერთო ჯამში "რეალი" უკეთ გამოიყურებოდა პირველ ტაიმში, ეჭვგარეშე იყო, რომ მეორე ნახევარში გულშემატკივარი კიდევ იხილავდა გოლებს.

დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?

მეორე ტაიმი და დამატებითი დრო

მეორე ნახევარი "ატლეტიკოს" კარნახით დაიწყო, "როხიბლანკო" ფაქტიურად გაშინაურდა სხვის ნახევარზე. სწორედ ამიტომ შემოუშვა ლოპეტეგიმ ლუკა მოდრიჩი, რომელსაც მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლი ჰქონდა დავალებული.

ხორვატმა ტრადიციულად იდეალურად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, დომინანტის როლი კვლავ "სამეფო კლუბს" დაუბრუნდა, რის შედეგადაც "რეალმა" პენალტი გამოიმუშავა, უფრო სწორედ ხუანფრანმა აჩუქა "თეთრებს" 11-მეტრიანი.

დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?

საინტერესო ფაქტი - მოედანზე იყვნენ ბეილი და ბენზემა, თუმცა პენალტი რამოსმა დაარტყა. შემდეგ ტრავმა მიიღო კაზემირომ და სწორედ იმ მომენტში შეეჯახა სამეფო გემი აისბერგს.

ბრაზილიელი შეცვალა დანი სებალიოსმა, რომელმაც რბილად რომ ვთქვათ, ვერ მოახერხა სამხრეთ ამერიკელის ღირსეულად ჩანაცვლება. "რეალის" საყრდენი ზონა ძველი სახლივით ჩამოინგრა, "ატლეტიკომ" კი ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?

დამატებით დროში "ინდიელებმა" გაგუდეს "თეთრები", თუმცა სასისკვდილო განაჩენი "ბლანკოსის" მცველებმა თავადვე გამოიწერეს. 2 უხეში შეცდომა - 2 გაშვებული გოლი, სუპერთასი "როხიბლანკოს" მუზეომში წავიდა.

შეჯამება

4 ბურთიდან 3, "რეალმა" მცველების უაზრო შეცდომის გამო გაუშვა. ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს დიეგო სიმეონეს შეგირდებს, რადგან ინდივიდუალური თვალსაზრისით "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა აჯობეს თავის მეზობლებს.

კოსტამ სისხლი გაუშრო რამოსსა და ვარანს, საულის გოლები კი უკვე დიდი ხანია, რაც ხელოვნების ნიმუშად არის ქცეული. პრინციპში მოწოდების სიმაღლეზე იყო "როხიბლანკოს" აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი, გრიზმანის გარდა, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებების ქვეშ არის, იგივე ეხება ვარანსაც.

დასასრულის დასაწყისი თუ უბრალოდ წარუმატებელი დებიუტი? - რა მოხდა ატლეტიკოსთან მატჩში?

ლოპეტეგის არ გაუმართლა, ის ვერ იწინასწარმეტყველებდა მცველების უხეირო თამაშსა და კაზემიროს ტრავმას. ცნობისთვის, "ატლეტიკოსთან" თავისი პირველი მატჩი ზიდანმაც წააგო.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - რეალი-ატლეტიკო 2:4


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ლევანდოვსკი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" პრინციპული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 11:49

ვალვერდე: "გრიზმანი გუნდის თამაშში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 11:44

კარაგერი: "ერიქსენი რეალის და ბარსელონას დონის არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, კრისტიანი ერიქსენი გააკრიტიკა.

დღეს, 11:32

საქმეში ბართომეუ ჩაერთო - ბარსელონა საფინალო შემოთავაზებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:25

ვალვერდე: "როცა დავინახე, რომ ადურისი ჰაერში მაკრატელას დასატყამად ახტა..."

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ბილბაოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 04:26

სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10