იუვენტუსმა 18 წლის ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსმა 18 წლის ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა


იუვენტუსმა 18 წლის ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა

დანიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი, უნიჭიერესი ნიკოლაი ბადენ ფრედერიკსენი, კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ბებერმა ქალბატონმა" დანიურ "ნორდსიელანდთან" 18 წლის ტალანტის ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

ფრედერისკენი ტურინულ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე უნდა შეუერთდეს. მის სანაცვლოდ "იუვე" დაახლოებით 2 მილიონ ევროს გადაიხდის.

ნიკოლაი ფრედერიკსენს დანიის 19 წლამდელთა ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მანამდე 17 წლამდელებში 5 შეხვედრაში ორი ბურთი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები