სამპდორიამ ნაპოლის მცველი ინათხოვრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სამპდორიამ ნაპოლის მცველი ინათხოვრა


სამპდორიამ ნაპოლის მცველი ინათხოვრა

"ნაპოლის" ცენტრალური მცველი, ლორენცო ტონელი, მომდევნო სეზონს იჯარის წესით "სამპდორიაში" ჩაატარებს.

გენუური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა ტონელის 1 წლიანი იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით დამატება დაადასტურა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "სამპდორია" სეზონის ბოლოს ვალდებული იქნება, რომ ლორენცოს კონტრაქტი 7,5 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

28 წლის იტალიელი მცველი ნეაპოლურ კლუბს 2016 წელს "ემპოლიდან" 10 მილიონ ევროდ შეუერთდა, მაგრამ მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლიც გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები