გიუნდოგანი გერმანიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გიუნდოგანი გერმანიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს


გიუნდოგანი გერმანიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა, თავის სანაკრებო კარიერაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გიუნდოგანმა ინსტაგრამზე კომენტარებში აღნიშნა, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს და "ბუნდესნაკრების" მაისურით ასპარეზობას არ შეწყვეტს.

ამ წლის თებერვალში თურქული წარმოშობის გერმანიის ეროვნული გუნდის ორი წევრი, მესუთ იოზილი და ილქაი გიუნდოგანი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრისა და ფოტოების გამო გერმანიაში მკაცრად გააკრიტიკეს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნას კი მათდამი კრიტიკის გაძლიერება მოჰყვა და მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. თუმცა გიუნდოგანი მის კვალს არ მიჰყვება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები