ოფიციალურად: ნაპოლიმ კიდევ ერთი მეკარე დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ნაპოლიმ კიდევ ერთი მეკარე დაიმატა


ოფიციალურად: ნაპოლიმ კიდევ ერთი მეკარე დაიმატა

პეპე რეინას წასვლის შემდეგ "ნაპოლი" მეკარის პოზიციის გაძლიერებას აგრძელებს - ნეაპოლელებმა ლონდონის "არსენალის" გოლკიპერი, დავიდ ოსპინაც, დაიმატეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 29 წლის კოლუმბიელი "ცისფრებს" 1 წლიანი იჯარით შეუერთდება, მაგრამ თუ კარლო ანჩელოტის გუნდი სკუდეტოს მოიგებს, მაშინ "ნაპოლიმ" ის აუცილებლად უნდა გამოისყიდოს.

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი "მეთოფეებს" 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ ძირითადში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა.

"ნაპოლიმ" კი ამ ზაფხულს "უდინეზედან" ალექს მერეტი და კარნეზისი უკვე დაიმატა, მაგრამ მერეტმა პირველივე ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტს გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები