"ნეტავ რას ეწევა?" - ნაპოლისა და რომას პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ნეტავ რას ეწევა?" - ნაპოლისა და რომას პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ



იტალიური ფეხბურთის წამყვან კლუბებს შორის განხეთქილებაა - ერთმანეთს "რომასა" და "ნაპოლის" პრეზიდენტები დაუპირისპირდნენ.

ამ ზაფხულს რომაულმა კლუბმა ბრაზილიელი მეკარე, ალისონ ბეკერი, "ლივერპულში" გაყიდა, მაგრამ მანამდე მისით "ნაპოლი" იყო დაინტერესებული.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის სწორედ ამ საკითხზე გაკეთებულ უცნაურ კომენტარსა და ბრალდებას მოჰყვა "რომას" პრეზიდენტის ასევე მწვავე განცხადება.

"ალისონს 100 მილიონადაც კი არ გავყიდდი. მათ 60 მილიონი შევთავაზე, მაგრამ "რომას" უბრალოდ მისი ჩვენთან გამოშვება არ უნდოდა. შემდეგ კი მივხვდი, რომ ის "ლივერპულში" წავიდოდა.

ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ "ლივერპულსა" და "რომას" ერთი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ამბავი ჩიტმა რამდენიმე წლის წინ მომიტანა. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მათ აქვთ იმის უფლება, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ერთად იასპარეზონ", - ასე შეაფასა დე ლაურენტისმა "Goal.com-თან" საუბრისას ალისონის ტრანსფერი მერსესაიდულ გრანდში.

აურელიოს ამ განცხადებას კი "რომას" პრეზიდენტის, ჯეიმს პალოტას, პასუხი მოჰყვა: "როგორ ფიქრობთ, რას ეწევა დე ლაურენტისი ნეაპოლში? თუ ის კვლავ შეხვდება ჩიტს, მაშინ იტყვის, რომ "რომას", "ბარსელონასა" და "ბაიერნსაც" საერთო მფლობელი ჰყავთ".

ალისონის სანაცვლოდ რომაულმა კლუბმა 75 მილიონი ევრო მიიღო.

ასევე იხილეთ:

დე ბრუინი მანჩესტერ სიტის 4 თვით გამოაკლდა

რონალდუმ კვლავ გაიტანა, იუვენტუსმა ამჯერად 8:0 იმარჯვა [VIDEO]

შუმახერი ფლორენტინო პერესის 30-მილიონიან სახლში გადადის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები