ვალვერდე: "რა უფრო მინდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ ლა ლიგის?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდე: "რა უფრო მინდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ ლა ლიგის?"


ვალვერდე:

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მომავალ სეზონზე და თავისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

"რა უფრო მინდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ ლა ლიგის? რა თქმა უნდა, ისეთი გუნდი, როგორიც ბარსელონაა, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყოველ წელს უნდა იბრძოდეს.

თუმცა ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგა ლა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებას მირჩევნია. ჩვენ აქცენტს ორივე ტურნირზე თანაბრად გავაკეთებთ", - აცხადებს ვალვერდე.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ლა ლიგის პირველ მატჩს "ალავესთან", საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

ასევე იხილეთ:

დე ბრუინი მანჩესტერ სიტის 4 თვით გამოაკლდა

რონალდუმ კვლავ გაიტანა, იუვენტუსმა ამჯერად 8:0 იმარჯვა [VIDEO]

შუმახერი ფლორენტინო პერესის 30-მილიონიან სახლში გადადის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები