მოურინიომ ინტერი და იუვენტუსი უარით გაისტუმრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიომ ინტერი და იუვენტუსი უარით გაისტუმრა


მოურინიომ ინტერი და იუვენტუსი უარით გაისტუმრა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" უარით გაისტუმრა.

საქმე იმაშია, რომ იტალიური კლუბები წითელი ეშმაკების მცველის, მატეო დარმიანის შეძენით აქტიურად ინტერესდებოდნენ.

"ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ დარმიანმა კლუბი დატოვოს. ის კარგი და მშრომელი ფეხბურთელია და მანჩესტერს აუცილებლად გამოადგება.

კარგად ვიცით დარმიანის შესაძლებლობები. მას თამაში შეუძლია როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე მარჯვენაზე და სათადარიგოთა სკამიდანაც იდეალურად ერთვება ხოლმე", - ამბობს მოურინიო.

ასევე იხილეთ:

დე ბრუინი მანჩესტერ სიტის 4 თვით გამოაკლდა

რონალდუმ კვლავ გაიტანა, იუვენტუსმა ამჯერად 8:0 იმარჯვა [VIDEO]

შუმახერი ფლორენტინო პერესის 30-მილიონიან სახლში გადადის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები