ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა


ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა

ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავთანდილ ჭრიკიშვილს პასუხობს.

მოგეხსენებათ, ჭრიკიშვილმა ფედერაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის სათავეში კვლავ დავით ქევხიშვილია და არაფერი შეცვლილა.

ჭრიკიშვილი იმასაც ამბობს, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას სწორედ ის იმსახურებს.

"გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვსურს ორიოდ სიტყვით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - გამომდინარე დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მოიაზრებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებ გუნდში მოხვედრის კანდიდატად საშუალება მიეცა ეასპარეზა ყველა საერთაშორისო ტურნირზე, ასევე გაეარა მოთხოვნილი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დროებით შექმნილი მმართველობითი სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრის დროს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელთათვის მიღებულ იქნა შემდეგი სახის დადგენილება - 2018 წლის 20-27 სექტემბრის მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მიზნით ნაკრები გუნდის მწვრთნელებს დაევალათ ურთიერთშეთანხმებით წარმოადგინონ ნაკრები გუნდის დაკომპლექტების ხედვა, რაც მათი მხრიდან დღემდე არ არის შემოტანილი და ბუნებრივია, ჩვენის მხრიდან რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი" , - წერია განცხადებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები