გვარდიოლა დე ბრუინის ტრავმას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა დე ბრუინის ტრავმას გამოეხმაურა


გვარდიოლა დე ბრუინის ტრავმას გამოეხმაურა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის, სერიოზული დაზიანება შეაფასა.

"კევინის შეცვლა არასასიამოვნო იქნება, მაგრამ მის გარეშე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. იმედი მაქვს, მის დაბრუნებამდე ყველაფერი გამოგვივა.

კევინის ტრავმა - "მანჩესტერ სიტისთვის" დიდი დანაკლისია. ასეთ სიტუაციაში გასულ სეზონშიც ვიყავით, როდესაც ბენჟამენ მენდი დაიმტვრა.

დე ბრუინი გასულ სეზონში არანორმალური იყო. რა თქმა უნდა, ეს არავის უნდოდა, მაგრამ ტრავმები ფეხბურთის ნაწილია", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

27 წლის ბელგიელი ნახევარმცველი მუხლის სერიოზული ტრავმის გამო საკუთარ გუნდს მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები