"კლასს ვერ იყიდი!" - მოურინიომ სიტის უკბინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"კლასს ვერ იყიდი!" - მოურინიომ სიტის უკბინა



"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "მანჩესტერ სიტის" ახლახანს გამოშვებული დოკუმენტურლი ფილმი კრიტიკულად შეაფასა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგა საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო და პარასკევს "ქალაქელებმა" ამ წარმატების ამსახველი 8 ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გამოუშვეს.

"ვფიქრობ, შესაძლოა სხვა გუნდების პატივისცემითაც გადაიღო ფანტასტიკური ფილმი. ამისათვის უპატივცემულობა სულაც არ არის საჭირო.

შესაძლოა იყო მდიდარი კლუბი და იყიდო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები, მაგრამ კლასს ვერ იყიდი და მათ ეს დაადასტურეს. ამ ფილმში ყველაფერი ნათლად გამოჩნდა", - აღნიშნა "განსაკუთრებულმა".

"სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატი 19 ქულიანი უპირატესობით მოიგო და მეორე ადგილი სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიკავა.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები