ალეგრიმ დაადასტურა - რონალდუს დებიუტი დღეს შედგება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრიმ დაადასტურა - რონალდუს დებიუტი დღეს შედგება


ალეგრიმ დაადასტურა - რონალდუს დებიუტი დღეს შედგება

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონის წინ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი დაანონსა.

"იტალიის ჩემპიონატი - რონალდუსთვის ახალი გამოცდილებაა. "კიევო" ძალიან მოტივირებული იქნება და ეცდება, რომ ქულები წაგვართვას.

"იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში რონალდუ, შესნი, პიანიჩი, კანსელუ და ალექს სანდრო იქნებიან. სხვა ფეხბურთელების თაობაზე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება", - აღნიშნა მაქსი ალეგრიმ.

33 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი "იუვემ" ამ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" 112 მილიონ ევროდ შეიძინა.

დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, ტურინული გრანდი სტუმრად "კიევოს" დაუპირისპირდება და ეს რონალდუს პირველი მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები