ოფიციალურად: რონალდუს დებიუტი დღეს შედგება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: რონალდუს დებიუტი დღეს შედგება


ოფიციალურად: რონალდუს დებიუტი დღეს შედგება

იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონი დღეს ტურინის "იუვენტუსისა" და "კიევოს" შეხვედრით იწყება.

გუნდების სასტარტო შემადგენლობები უკვე ცნობილია და "ბებერი ქალბატონის" ქომაგების სასიხარულოდ, კრიშტიანუ რონალდუ, სასტარტო თერთმეტეულშია და მისი დებიუტი შედგება.

"იუვენტუსის" სასტარტო შემადგენლობა: შესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; დუგლას კოშტა, დიბალა, კუადრადო; რონალდუ.

33 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი "იუვეს" ამ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" 112 მილიონ ევროდ შეუერთდა და დღეს იტალიის ჩემპიონატში თავის პირველ მატჩს ჩაატარებს.

"კიევოსა" და "იუვენტუსის" მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა

ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი კრიშტიანუ რონალდუ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები