ბაიერნმა გერმანიის მეოთხე დივიზიონის გუნდს ძლივს მოუგო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნმა გერმანიის მეოთხე დივიზიონის გუნდს ძლივს მოუგო [VIDEO]



გერმანიის თასის პირველ წრეში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად რეგიონალური ლიგის კლუბ "დროზტერზენ/აზელს" დაუპირისპირდა და რთული გამარჯვება მოიპოვა - 1:0.

"რეკორდმაისტერს" მეტოქის ყრუ დაცვის გარღვევა ძალიან გაუჭირდა და გამარჯვების მომტანი ბურთი მხოლოდ 82-ე წუთზე გაიტანა - რობერტ ლევანდოვსკიმ ლეონ გორეცკას დარტყმულს ფეხი შეუშვირა და "ბაიერნი" მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ნიკო კოვაჩმა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეორე მატჩიც მოიგო და გუნდი გერმანიის თასის მეორე წრეში გაიყვანა.

დროხტერზენ/ახელი 0:1 ბაიერნი

გოლი: 0:1 - ლევანდოვსკი (82').

დროხტერზენ/აზელი: სიფკესი; კლეე (შტორი 86'), როგოვსკი, ბეჰრმანი, ნეუმანი (ფიკსი 90+4'); ნაგელი, მაუ, ზოპგენი (ვინკელმანი 78'), ელფენსი; ანდრიანიჩი, გუსენი.

ბაიერნი: ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი (გორეცკა 53'), რაფინია; ტიაგო, მარტინესი; რობენი (კომანი 53'), მიულერი (ტოლისო 86'), რიბერი; ლევანდოვსკი.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები