მესის მორიგი რეკორდი - პირველი ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მესის მორიგი რეკორდი - პირველი ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში


მესის მორიგი რეკორდი - პირველი ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში

ლა ლიგის პირველ ტურში გამართული მატჩი კატალონიის "ბარსელონასა" და "ალავესს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მორიგი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, მესი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 15 სეზონში ერთი ან მეტი გოლი გაიტანა.

ამასთანავე, მესის მიერ გატანილი გოლი კატალონიური კლუბის ისტორიაში რიგით მე-6000 გამოდგა.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები