სადებიუტო მატჩის შემდეგ, ალეგრიმ რონალდუ შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სადებიუტო მატჩის შემდეგ, ალეგრიმ რონალდუ შეაქო


სადებიუტო მატჩის შემდეგ, ალეგრიმ რონალდუ შეაქო

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "კიევო" მძიმე ბრძოლაში, 2:3 დაამარცხა.

სერია ა-ში პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდუს დებიუტი შედგა, რომელმაც ტურინულ გუნდში 90 წუთი ითამაშა, თუმცა შედეგიანობით ვერ გამოირჩა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მოქმედი ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა და რონალდუ შეაქო.

"რონალდუს თამაშით კმაყოფილი ვარ. მან რამდენიმეჯერ დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა. ასევე, კრიშტიანო ნახევარმცველებსაც კარგად ეხმარებოდა.

რაც ყველაზე მთავარია, მატჩის დასრულების შემდეგ, კმაყოფილი თავად რონალდუ იყო", - განაცხადა ალეგრიმ.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები