Goal.Ge

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში


10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

გუშინ, 18 აგვისტოს სტარტი აიღო სერია ა-მ. ჩემპიონატი გაიხსნა "კიევო"-"იუვენტუსის" მატჩით, რომელშიც გამარჯვება ტურინელებმა მოიპოვეს. აღნიშნულ შეხვედრაში შედგა კრიშტიანუ რონალდუს დებიუტიც ახალ გუნდში.

მართალია პორტუგალიელს გოლი არ გაუტანია, თუმცა ვერონულ საღამოს ისედაც არ აკლდა დრამატულობა. შემდეგ დაიწყო "ლაციო"-"ნაპოლის" დაპირისპირებაც, რომელიც აგრეთვე არ იყო დაძაბულობას მოკლებული. რომაელები იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 3 ქულა კარლო ანჩელოტის გუნდმა წაიღო.

დღეს გათამაშებაში ერთვებიან "ინტერი", "მილანი" და "რომა". ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ სერია ა-ს სხვა პოტენციური ლიდერები, იქამდე კი დეტალურად განვიხილოთ თუ რას უნდა ველოდოთ კალჩოსგან მიმდინარე სეზონში.

10. ქართველის დაბრუნება სერია ა-ში

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

ერთ-წლიანი პაუზის შემდეგ ლევან მჭედლიძე და მისი "ემპოლი" იტალიის ელიტარულ დივიზიონში ბრუნდებიან. ცხადია "ლურჯები" აუტსაიდერების როლში იქნებიან, თუმცა ქართველი ქომაგისთვის მჭედლიძის თამაში უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩება.

9. პარმას აღზევება

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

ერთ დროს სახელოვანი იტალიური კლუბი 2015 წელს გაკოტრდა და სერია დ-ში აღმოჩნდა. "პარმამ" რეკორდულ დროში მოახერხა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერებაც კი. ბრუნო ალვეში, ჟერვინიო, ბიაბიანი, დიმარკო, რიგონი, ბასტონი - მშვენიერი შემადგენლობაა 3 წლის წინ გადაშენებული გუნდის კვალობაზე.

8. რომა - ყველაზე პროგრესირებადი იტალიური კლუბი

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

გასულ სეზონში "მგლებმა" "ბარსელონასთან" ქამბექისა და "ლივერპულთან" 13-გოლიანი თრილერის შემდეგ საფეხბურთო სამყაროს გული დაიპყრეს. რაც ყველაზე მთავარია ეუსებიო დი ფრანჩესკომ ეს ყველაფერი ყოველგვარი ავტობუსების გარეშე გააკეთა. წელს "რომასგან" კვლავ ელიან სიურპრიზებს. მართალია გუნდში აღარ არიან ნაინგოლანი და ალისონი, თუმცა ინტერესი რომაული კლუბის მიმართ მაინც უდიდესია.

7. ბონუჩის დაბრუნება იუვენტუსში

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

ლეონარდომ თავისი გაურკვეველი ერთ-წლიანი მივლინებით "მილანში" შეილახა რეპუტაცია "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრების თვალში. რაც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ გასულ სეზონში "იუვეს" ძალიან დააკლდა ბონუჩი, თავად ფეხბურთელს კი ტურინელი თანაგუნდელები. მიმდინარე ზაფხულს კავშირი აღდგა - იტალიის ნაკრების მცველი კვლავ "ბიანკონერიშია". ლეონარდოს აქვს ერთი წელი სიტუაციის გამოსასწორებლად, ცნობისთვის, გუშინ მან უკვე მნიშვნელოვანი გოლის გატანაც მოასწრო.

6. ანჩელოტის დაბრუნება სამშობლოში

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ვერ მოგების შემდეგ "პაპა კარლო" კვლავ იტალიაში დაბრუნდა და "ნაპოლის" ჩაუდგა სათავეში. აღსანიშნავია, რომ შემადგენლობის მხრივ "ლურჯები" არ გაძლიერებულან, პირიქით შესუსტდნენ კიდეც - ნეაპოლური კლუბი დატოვა ჟორჟინიომ, რომელიც სამხრეთელების ტვინსა და ხერხემალს წარმოადგენდა. ყველაფრის მიუხედავად "ნაპოლი" მაინც ითვლება სკუდეტოს მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად, ანჩელოტის შემთხვევაში სხვანაირად არც შეიძლება.

5. პირველად 2001 წლის შემდეგ - იუვენტუსი ბუფონის გარეშე

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

გასული სეზონის ბოლოს ტურინული კლუბი დატოვა ლეგენდარულმა მეკარემ, რომელმაც 17 სეზონის მანძილზე მოიგო რეკორდული 11 სკუდეტო. დღეს "იუვეს" ძირითადი კიპერის წოდებისთვის იბრძვიან პერინი და შენსნი, ჯიჯი კი ამჯერად საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ემზადება "პსჟ"-ს შემადგენლობაში.

4. გაძლიერებული მილანი

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

თითქმის ორ-თვიანი დუმილის შემდეგ "როსონერი" სატრანსფერო ბაზარზე შეიჭრა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელა. "მილანში" მოვიდნენ იგუაინი, ბაკაიოკო, ლაქსალტი, სტრინიჩი, რეინა, კასტილიეხო და მარად პერსპექტიული ჰალილოვიჩი. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალწვეული უდავოდ არგენტინელი ფორვარდია. "როსონერის" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ არ ჰყოლია მსგავსი დონის თავდამსხმელი.

3. გაძლიერებული ინტერი

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

"ნერიაძურიმ" ბრწყინვალე მუშაობა ჩაატარა სატრანსფერო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ "ინტერმა" ვერ მოახერხა მოდრიჩისა და ვიდალის ხელში ჩაგდება, მილანური კლუბი მაინც მოწოდების სიმაღლეზეა. ნაინგოლანი, ვრსალკო, დე ვრეი, კეიტა, მარტინესი, პოლიტანო, ასამოა - შთამბეჭდავია, ვერაფერს ვიტყვით. ახალწვეულებს დავუმატოთ მუნდიალის ორი გმირი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი. დიახ, ლუჩანო სპალეტის ხელში მართლაც შესანიშნავი გუნდია.

2. სკუდეტოს მოგების რამდენიმე პრეტენდენტი

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

წელს სერია ა-ში ყველაზე მეტად საჩემპიონო ბრძოლას ელიან. დიახ, "იუვენტუსი" ძლიერია, მაგრამ არც დანარჩენები აპირებენ დაბალი ღობის როლში ყოფნას. "ბებერ ქალბატონს" 4 კონკურენტი ჰყავს და ეს არ არის გაბუქებული მოსაზრება, რადგან "ბიანკონერის" მოწინააღმდეგეები წელს შესამჩნევად გაძლიერდნენ.

1. კრიშტიანუ რონალდუ

10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში

და მაინც "იუვეს" გააჩნია უპირატესობა დანარჩენებზე. ტურინელებმა იყიდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად ჯერ კიდევ შეუჩერებელია. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ლა ლიგაში. ვნახოთ, როგორი იქნება რონალდუ სერია ა-ში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ლევანდოვსკი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" პრინციპული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 11:49

ვალვერდე: "გრიზმანი გუნდის თამაშში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 11:44

კარაგერი: "ერიქსენი რეალის და ბარსელონას დონის არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, კრისტიანი ერიქსენი გააკრიტიკა.

დღეს, 11:32

საქმეში ბართომეუ ჩაერთო - ბარსელონა საფინალო შემოთავაზებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:25

ვალვერდე: "როცა დავინახე, რომ ადურისი ჰაერში მაკრატელას დასატყამად ახტა..."

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ბილბაოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 04:26

სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:19

ზიდანი: "ხამესი დღეს სათამაშოდ მზადაა"

უცნაურია, მაგრამ შესაძლოა, დღეს ხამეს როდრიგესმა "რეალის" მაისურით ითამაშოს. ის "სელტასთან" მატჩში განაცხადშია.

დღეს, 04:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10