მოურინიო: "მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ბრაიტონთან" დაპირისპირების წინ, მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

"ჩვენს წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, რადგან გასულ სეზონში მეორე ადგილის დაკავება ძალიან გაგვიჭირდა. წელს კი, ოთხეულში შესვლა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთული იქნება.

"ლივერპულს" ტიტულის მოგება დიდებული ტრანსფერების ხარჯზე სურს. "ჩელსის" ფანტასტიკური გუნდი ჰყავს, ისევე, როგორც "მანჩესტერ სიტის". რაც შეეხება "ტოტენჰემს", ამ გუნდმა ლიდერების შენარჩუნება მოახერხა, ეს კი ნებისმიერ შენაძენზე მნიშვნელოვანია." - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩი, "ბრაიტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები