ბუსკეტსი: "იმედია, რეალს რონალდუ ძალიან დააკლდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუსკეტსი: "იმედია, რეალს რონალდუ ძალიან დააკლდება"


ბუსკეტსი:

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, იმედი გამოთქვა, რომ კატალონიური კლუბის მოსისხლე მტერს, მადრიდის "რეალს", ძალიან დააკლდება გუნდის მრავალწლიანი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა.

"იმედი მაქვს, რომ "რეალს" რონალდუ ძალიან დააკლდება და ისინი საკმარის გოლს ვერ გაიტანენ. თუმცა, მათ მთავარ მწვრთნელს კარგად ვიცნობ, მას მადრიდში ბევრის მიღწევა შეუძლია.

რაც შეეხება მესის, რაც უფრო დიდ ხანს ფლობს ლეო ბურთს, მით უფრო იზრდება ჩვენი უპირატესობა მეტოქეზე. ჩვენი თამაში მთლიანად მასზეა აწყობილი და ამაში ცუდი არაფერია. სისულელე იქნებოდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის საუკეთესო თვისებები რომ არ გამოგვეყენებინა." - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს EL Pais.

იხილეთ ასევე:

სერხი რობერტო: "ზოგჯერ, უბრალოდ უნდა ელოდო, როდის გააკეთებს ლეო თავის საქმეს"

დრამატული სტარტი - რონალდუმ ვერ გაიტანა, მაგრამ იუვენტუსმა მოიგო [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები