ჯიბრილ სისემ კარიერა განაახლა - სად ითამაშებს 37 წლის ფეხბურთელი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯიბრილ სისემ კარიერა განაახლა - სად ითამაშებს 37 წლის ფეხბურთელი?


ჯიბრილ სისემ კარიერა განაახლა - სად ითამაშებს 37 წლის ფეხბურთელი?

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ჯიბრილ სისემ, საფეხბურთო კარიერა განაახლა და იტალიურ სამოყვარულო კლუბში ითამაშებს.

Goal.com-ის ინფორმაციით, 37 წლის ფრანგი ფეხბურთელი იტალიური კლუბის, "ვიჩენცე 1902-ის" ღირსებას დაიცავს. ამ კლუბმა პროფესიონალურის სტატუსი დაკარგა, რის გამოც სერია D-ზე მაღალ დივიზიონში ასპარეზობის უფლება აღარ გააჩნია.

ახალ კლუბში სისე 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ჯიბრილ სისემ კარიერა განაახლა - სად ითამაშებს 37 წლის ფეხბურთელი?
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის მანძილზე ფრანგმა ფეხბურთელმა ისეთი კლუბების მაისური მოირგო, როგორებიცაა; "ლივერპული", "მარსელი", "ლაციო" და სხვები.

სისესთვის უკანასკნელი კლუბი შვეიცარიის მესამე დივიზიონში მყოფი "ივერდონ სპორტი" იყო, რომელშიც ფეხბურთელი გასულ სეზონში ასპარეზობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები