სიმეონეს კომენტარი ფილიპე ლუისის ატლეტიკოდან შესაძლო წასვლაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონეს კომენტარი ფილიპე ლუისის ატლეტიკოდან შესაძლო წასვლაზე


სიმეონეს კომენტარი ფილიპე ლუისის ატლეტიკოდან შესაძლო წასვლაზე

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, აღიარა, რომ გუნდიდან ბრაზილიელი მარცხენა მცველის, ფილიპე ლუისის წასვლა არ სურს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპე ლუისმა სიმეონეს "პარი სენ-ჟერმენში" გაშვება პირადად სთხოვა.

"ლუისმა იცის, რომ გუნდში ის ყველას ძალიან უყვარს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ფეხბურთელებს, რომლებმაც "ატლეტიკოს" ბევრი რამ მისცეს, ყოველთვის უფრო მეტი სურთ. მაგრამ, აშკარაა, რომ ფილიპეს გუნდიდან წასვლა არ მინდა." - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.

პრიმერა დივიზიონის გასულ გათამაშებაში ლუისმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

იხილეთ ასევე:
პსჟ ატლეტიკოს ფეხბურთელს უმიზნებს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები