დავიდ სილვა - მეოთხე ესპანელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 250 მატჩი ჩაატარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დავიდ სილვა - მეოთხე ესპანელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 250 მატჩი ჩაატარა


დავიდ სილვა - მეოთხე ესპანელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 250 მატჩი ჩაატარა

"მანჩესტერ სიტის" გამოცდილმა ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ, "ჰადერსფილდთან" დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბრწყინვალე შედეგს მიაღწია.

დავიდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში თავისი 250-ე მატჩი ჩაატარა, საჯარიმოდან ულამაზესი ბურთი გაიტანა და მისმა გუნდმა "ეტიჰადზე" 6:1 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ სილვა გახდა მხოლოდ მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 250 თამაშის ჩატარება მოახერხა. აქამდე ეს პეპე რეინამ, მიკელ არტეტამ და სესკ ფაბრეგასმა გააკეთეს.

32 წლის ესპანელი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2010 წლიდან იცავს და პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 250 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა, 88 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ბარსელონას, იუვენტუსისა და პსჟ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ

ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა

Eurosport-მა საპასუხოდ ბოდიშის ნაცვლად, ონიკაშვილის ვიდეო ხელმეორედ ატვირთა

ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტი დავიდ სილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები