გერმანული ფეხბურთის ფედერაცია იოზილის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გერმანული ფეხბურთის ფედერაცია იოზილის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა


გერმანული ფეხბურთის ფედერაცია იოზილის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

გერმანული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რეინჰალდ გრინდელმა, დუმილი დაარღვია და მესუთ იოზილის თემაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება რასისტულ თავდასხმებს, უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ამერჩია და იოზილის მხარე დამეჭირა. ეს მიუღებელია და ყველამ უნდა იცოდეს. ვწუხვარ, რომ იოზილმა გერმანული ფეხბურთის ფედერაციისგან მივიწყებულად იგრძნო თავი.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მის თამაშზე მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი მითქვამს. აშკარაა, რომ თუ ერთად ვიგებთ, მაშინ ერთადაც ვაგებთ. გუნდის გამოვარდნის გამო ერთი მოთამაშის დადანაშაულება - აბსურდია!", - განაცხადა გრინდელმა.

მესუთ იოზილმა ეროვნული გუნდი 2018 წლის ჩავარდნილი მუნდიალის შემდეგ დატოვა და მიზეზად მისდამი დისკრიმინაციული, რასისტული განცხადებები დაასახელა.

იოზილი ამ წლის თებერვალში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა, რამაც გერმანელი ფანების აგრესია გამოიწვია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იოზილი სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ბარსელონას, იუვენტუსისა და პსჟ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ

ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა

Eurosport-მა საპასუხოდ ბოდიშის ნაცვლად, ონიკაშვილის ვიდეო ხელმეორედ ატვირთა

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები მესუთ იოზილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები