ჯიბრიმ სისემ კარიერა განაახლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯიბრიმ სისემ კარიერა განაახლა


ჯიბრიმ სისემ კარიერა განაახლა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯიბრილ სისემ, საფეხბურთო კარიერა აღადგინა.

"Goal.com" იტყობინება, რომ 37 წლის ფრანგი ფეხბურთელი იტალიურ "ვიჩენცეში" ჩაირიცხება და 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ვიჩენცემ" გასულ სეზონში პროფესიონალური კლუბის სტატუსი დაკარგა და იტალიის სერია დ-შიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ჯიბრილ სისე თავის დროზე "ლივერპულის", "მარსელის", "ლაციოს" ღირსებებბს იცავდა. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი 2003 წელს კონფედერაციის თასი მოიგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჯიბრილ სისე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები