მათეუსი: "რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს აქცენტს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მათეუსი: "რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს აქცენტს!"


მათეუსი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, ტურინის "იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუს როლზე ისაუბრა.

"რონალდუმ ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკი უკვე გამოიარა. ვფიქრობ, ის ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული. იქ მას თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება შეუძლია, როგორც გასულ სეზონში მადრიდის "რეალის" მაისურით.

ყველაფერი საინტერესოდ გამოდის. "ინტერისა" და "ნაპოლის" სახით "იუვენტუსს" ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ვფიქრობ, ჩემპიონატი ტურინელების ზედიზედ 7 ტიტულის შემდეგ უფრი საინტერესო იქნება.

ვფიქრობ, "იუვენტუსი" ევროპის წამყვან კლუბებს შორისაა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ რონალდუს დამსახურებაა", - აღნიშნა მათეუსმა.

33 წლის პორტუგალიელი "იუვენტუსს" ამ ზაფხულს შეუერთდა და 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "კიევოსთან" სადებიუტო მატჩში მან გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ გუნდმა 3:2 იმარჯვა.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ბარსელონას, იუვენტუსისა და პსჟ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ

ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა

Eurosport-მა საპასუხოდ ბოდიშის ნაცვლად, ონიკაშვილის ვიდეო ხელმეორედ ატვირთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები