გვარდიოლა მოურინიოს მწვავე კომენტარს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა მოურინიოს მწვავე კომენტარს გამოეხმაურა


გვარდიოლა მოურინიოს მწვავე კომენტარს გამოეხმაურა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჟოზე მოურინიოს კრიტიკას უპასუხა.

"კლასს მართლაც ვერ იყიდი, ჟოზეს ამაში ვეთანხმები - ჩვენ კლასს ვერ ვიყიდით.

ვფიქრობ, გასული სეზონი მართლაც ფანტასტიკური იყო და კამერებმა იმისათვის იმუშავეს, რომ ეს ლამაზი ფილმი ჩვენთვის შექმნილიყო. ჟოზეს არ ვეთანხმები, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენეთ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერ სიტის" დოკუმენტური ფილმი, რომელიც "ქალაქელებმა" გასული სეზონის ტრიუმფს მიუძღვნეს, არ მოიწონა და აღნიშნა, რომ ეს სხვა კლუბებისადმი უპატივეცმულობაა.

ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში "სიტიმ" პირველი ადგილი დიდი უპირატესობით მოიპოვა და "წითელ ეშმაკებს" 19 ქულით გაასწრო.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ბარსელონას, იუვენტუსისა და პსჟ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ

ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა

Eurosport-მა საპასუხოდ ბოდიშის ნაცვლად, ონიკაშვილის ვიდეო ხელმეორედ ატვირთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები