რატომ დასვა ვალვერდემ წამყვანი მოთამაშეები სკამზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ დასვა ვალვერდემ წამყვანი მოთამაშეები სკამზე?


რატომ დასვა ვალვერდემ წამყვანი მოთამაშეები სკამზე?

ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ალავესი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ერნესტო ვალვერდემ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე სათადარიგო სკამზე დატოვა. 7-ეული ასე გამოიყურებოდა: სილესენი, მალკომი, არტური, ლენგლე, კოუტინიო, ვიდალი, არტური.

ესპანური გამოცემა Sport წერს, რომ ერნესტო ვალვერდემ გასული სეზონის მაგალითზე ისწავლა, რომ როტაციაა საჭირო.

2017-2018 წლების სეზონში, ის მატჩების 90%-ში მხოლოდ 13 მოთამაშეს არჩევდა. ვალვერდე იერი მინას, ფრანსისკო ალკასერს, ანდრე გომეშსა და დენის სუარესს საერთოდ არ ათამაშებდა.

Sport წერს, რომ სათადარიგო სკამის ჩავარდნამ, გუნდი გადაღალა და სეზონის ბოლოს სწორედ ამან გამოიწვია, ცუდი შედეგის დაფიქსირება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.

ასევე იხილეთ:

რონალდუს იუვენტუსშიც ეყოლება თავისი ბენზემა - კრიშტიანუს დებიუტის დეტალური ანალიზი

მადრიდული გუნდი კაკაბაძისთვის იბრძვის - ქართველი ლა ლიგაში?

კიევოსთან მატჩის შემდეგ დიბალამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები