კლაუდიო მარკიზიო ფრანგულ კლუბს უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლაუდიო მარკიზიო ფრანგულ კლუბს უახლოვდება


კლაუდიო მარკიზიო ფრანგულ კლუბს უახლოვდება

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, კლაუდიო მარკიზიომ მშობლიური "იუვენტუსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას შემდეგ, იტალიელი ნახევარმცველი არაერთ ევროპულ ტოპ-კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის, "მანჩესტერ სიტისაც" კი, თუმცა, ეს ინფორმაცია მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, პირადად უარყო.

Football Italia-ს ცნობით, ამჟამად მარკიზიოს შეძენის მთავარი კანდიდატი "მონაკოა". მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი უკვე მონტე-კარლოში იმყოფება და მზადაა, მონეგასკებთან სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმოს.

"სიტისა" და "მონაკოს" გარდა, მარკიზიოს ასევე "პარი სენ-ჟერმენში", "ნიცასა" და "მონრეალ იმპაქტში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას.

აქვე გეტყვით, რომ კლაუდიო "იუვენტუსის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და საერთო ჯამში მან "ბებერ ქალბატონში" ცხოვრების 25 წელი დაჰყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები