ალვარო მორატამ "ჩელსიში" დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალვარო მორატამ "ჩელსიში" დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა


ალვარო მორატამ

ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა, ალვარო მორატამ, აღნიშნა, რომ სერია ა-ში დაბრუნებას არც კი განიხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ პრესაში მის "მილანში" შესაძლო გადასვლაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა.

"ჩელსიდან წასვლაზე არასდროს არ მიფიქრია. ესპანეთსა ან იტალიაში შემეძლო დაბრუნება, სადაც მენდობიან. თუმცა, ჩემი სურვილი - ამჟამინდელი სიტუაციის გამოსწორებაა. არა იმიტომ, რომ მოძულეებს რამე დავუმტკიცო, არამედ უბრალოდ, საკუთარი თავისთვის და "ჩელსისთვის".

"აქ ბინის შეძენას ვაპირებ. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ჩემი შვილები გაიზრდებიან და აქაურ სკოლაში წავლენ."

"აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს, სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო. მსურს შევცვალო იმ ადამიანების აზრი, ვისაც ჩემი არ სჯერა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დავრჩი. კლუბს რომ ჩემთვის ეთქვა, ჩვენს გეგმებში არ შედიხარო, ნამდვილად წავიდოდი."

მთავარია - სათამაშო სტილი. გასულ სეზონში ჩვენ ვერტიკალურ ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ, საჰაერო ორთაბრძოლები და მეორე სართულზე თამაში - ჩემი საუკეთესო თვისება არ არის. ახლა სიღრმიდან შემიძლია შეტევის განხორციელება და პასებზე ერთი შეხებით რეაგირება. ასე ჩემთვის გაცილებით უმჯობესია." - ციტირებს ესპანელ ფორვარდს Goal.com.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის მეორე ტურის შედეგად მორატას ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც მან ლონდონურ დერბიში, "არსენალს" გაუტანა. მატჩი "ჩელსიმ" 3:2 მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები