ლოპეტეგი: "კარგ შეტევასთან ერთად, თავის კარგად დაცვაც უნდა ვიცოდეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლოპეტეგი: "კარგ შეტევასთან ერთად, თავის კარგად დაცვაც უნდა ვიცოდეთ"


ლოპეტეგი:

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "ხეტაფესთან" მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ.

"ძალიან კარგი მეტოქის წინააღმდეგ ვდომინირებდით, ორი გოლი გავიტანეთ, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და მოწინააღმდეგეს თითქმის არაფრის შექმნის საშუალება არ მივეცით.

გუნდს მომატების საშუალება კიდევ აქვს, მაგრამ, ამჟამად კმაყოფილები ვართ. კარგად ვუტევდით. როდესაც ბურთი გვიჭირავს, ნაკლები პრობლემა გვექმნება, მაგრამ, ცარიელი ბურთის ფლობა არაფერში გვჭირდება.

საერთო ჯამში, თამაშის ხარისხითა და ფეხბურთელების მიდგომით კმაყოფილი ვარ. უნდა ვიყოთ გუნდი, რომელსაც შეეძლება როგორც შეტევა, ისე თავის დაცვა. ლა ლიგის მოგება მხოლოდ ასეა შესაძლებელი.

შევეცდებით, რამდენიმე სათამაშო სქემა შევიმუშავოთ. ამჟამინდელი შემადგნელობით კმაყოფილი ვარ, ისინი საკუთარი საქმის ოსტატები არიან. როგორც მწვრთნელს, მსურს, ჩემი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი ავიღო. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

ნავასიც, კურტუაც და გუნდის სხვა მეკარეებიც ძალიან გვიყვარს. თუმცა, სამი მეკარეც საკმარისი იქნება. დღეს მოედანზე ნავასის გაყვანა გადავწყვიტეთ, მაგრამ, მას 2-3 შემცვლელიც ჰყავს." - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს Football Espana.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები