BBC: "იუნაიტედმა" მოურინიოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

BBC: "იუნაიტედმა" მოურინიოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო


BBC:

ბრიტანულ პრესაში საკმაოდ ბევრი იწერება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს სულ მალე დაატოვებინონ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტი. მეტიც, უკვე მისი სავარაუდო შემცვლელის სახელმაც გაიჟღერა. ავტორიტეტული გამოცემა BBC კი ამ თემასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ხსნებული წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა პორტუგალიელ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს და მასთან მიმდინარე სეზონის მსვლელობისას განშორებას არ აპირებს. მეტიც, BBC იმასაც ამატებს, რომ "იუნაიტედში" მადრიდის "რეალის" ექს-თავკაცის, ზინედინ ზიდანის დანიშვნაზე საუბარი საერთოდ არ არის.

მოურინიომ "წითელი ეშმაკები" 2016 წლის ზაფხულს ჩაიბარა. ორ სრულ სეზონში პორტუგალიელმა გუნდს ევროპის ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასი მოუტანა.

მიმდინარე პრემიერ ლიგის ორი ტურის შემდეგ კი "იუნაიტედი" 3 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები