პასუხი პსჟ-ს - ბარსელონამ რაკიტიჩის ფასი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პასუხი პსჟ-ს - ბარსელონამ რაკიტიჩის ფასი დაასახელა


პასუხი პსჟ-ს - ბარსელონამ რაკიტიჩის ფასი დაასახელა

უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე აქტიურად იწერებოდა, რომ "პარი სენ-ჟერმენს" "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენა სურს. ამის პასუხად კატალონიურმა კლუბმა ხორვატი ფეხბურთელის ფასი დაასახელა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" რაკიტიჩთან განშორების სურვილი არ აქვს და 30 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა - ეს თანხა რაკიტიჩის კონტრაქტშია გაწერილი მისი გამოსყიდვის შემთხვევისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს მოლაპარაკებების მართვის სურვილი არ გააჩნია.

"ბარსელონას" მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, რაკიტიჩს თავისი გუნდის წამყვან მოთამაშედ მოიაზრებს და მისი დარჩენა სურს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფასის გარდა, "პსჟ-ს" ამ ტრანსფერის განხორციელებაში, შესაძლოა, ფინანსური ფეირ-პლეის წესებმაც შეუშალოს ხელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები