რეალი და ატლეტიკო ჩელსის ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი და ატლეტიკო ჩელსის ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ


რეალი და ატლეტიკო ჩელსის ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

გარდა იმისა, რომ მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ევროპის სუპერთასზე დაუპირისპირდნენ, ამჟამად გუნდები სატრანსფერო ბაზარზე ბრძოლისთვისაც ემზადებიან.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ორივე მადრიდული გრანდი ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს შეძენით არის დაინტერესებული. თუ "რეალის" მხრიდან ინტერესი უკვე არც ისე ახალია და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იწერება პრესაში, "ატლეტიკოს" ახალი მარცხენა მცველის ძიება ფილიპე ლუისის შესაძლო წასვლის გამო მოუწია, რომელმაც, თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, დიეგო სიმეონეს წასვლის სურვილის შესახებ პირადად ამცნო.

"ჩელსის" ფეხბურთელის საფასური ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, AS ირწმუნება, რომ ლონდონელთა დაყოლიება დაახლოებით 30 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ალონსო "რეალის" სკოლის აღზრდილია და "სამეფო კლუბის" აკადემიაში 1999-2010 წლები გაატარა. მეტიც, მას მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი (2010 წელს). "ჩელსიში" გადასვლამდე ალონსომ "ბოლტონში", "ფიორენტინასა" და "სანდერლენდში" მოასწრო ასპარეზობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები