ზეედორფის რევოლუცია - ჰოლანდიელმა ნაკრებში ჩინეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ უხმო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზეედორფის რევოლუცია - ჰოლანდიელმა ნაკრებში ჩინეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ უხმო


ზეედორფის რევოლუცია - ჰოლანდიელმა ნაკრებში ჩინეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ უხმო

კამერუნის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა, სანაკრებო განაცხადში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელები: ბენჟამენ მუკანჯო და კრისტიან ბასოგოგი არ შეიყვანა და ამის მიზეზიც თავად დაასახელა.

"კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩინეთსა და აზიაში არ თამასობენ. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ამ კლუბებში გადასვლის გადაწყვეტილებით ნაკრებში გამოძახების შანსს ისპობენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს აღმოსავლეთში მოთამაშე ყველა ფეხბურთელისთვის ჩვენი კარი დაკეტილია. თუ იქ შევნიშნავ რომელიმე ფხბურთელს, რომელიც მონდომებით ასპარეზობს და გუნდისთვის სიკეთის მოთანა შეეძლება, მას ყურადღებას მივაქცევ.

საუკეთესო ფეხბურთელებს ევროპის საუკეთესო კლუბებში სურთ თამაში და ისეთ ტურნირებზე მონაწილეობა, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ კარგი შედეგები გვჭირდება და ამისთვის საჭიროა კონკურენტუნარიანი შემადგენლობა. თუ ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ და ჯერ 20 წელიც არ შეგსრულებია, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაშობდე, ისეთ გუნდებში, როგორიცაა "მილანი", "იუვენტუსი" ან "ჩელსი". - ციტირებს ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფმა კამერუნის ნაკრები აგვისტოს დასაწყისში ჩაიბარა და თავის თანაშემწედ თანამემამულე, პატრიკ კლუივერტი დანიშნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები