აბდელჰაკ ნურის მდგომარეობა გაუმჯობესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აბდელჰაკ ნურის მდგომარეობა გაუმჯობესდა


აბდელჰაკ ნურის მდგომარეობა გაუმჯობესდა

"აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელის, 21 წლის აბდელჰაკ ნურის ძმამ, აბდერაჰიმმა, აღნიშნა, რომ მოთამაშის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, "ვერდერთან" ამხანაგურ შეხვედრაში, ნურიმ გულის შეტევა მიიღო, რომელმაც ტვინი დაუზიანა და შედეგად, ახალგაზრდა ფეხბურთელი კომაში ჩავარდა.

"ის ამჟამად გაცილებით უკეთესადაა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. თუმცა, ფიზიკურად ამ ყველაფრის გადატანა ურთულესია. დროის უმეტეს ნაწილს ის საწოლზე ატარებს და თვითნებურად ვერ ინძრევა. "აპიას" მხოლოდ თავის გამოძრავება შეუძლია. ზოგჯერ მას ეტლში ვაჯენთ, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

ახლა მისი იმუნიტეტი შესუსტებულია. თუმცა, ეს ნორმალურია იმ ადამიანისთვის, რომელსაც ტვინი ჰქონდა დაზიანებული. თავდაპირველად, მას ვერ ვესაუბრებოდით, რადგან თვალები დახუჭული ჰქონდა და კომაში იყო. მაგრამ, ახლა, მას რომ პირის გაღება ან წარბის გამოძრავება სთხოვო, ის ამას გააკეთებს." - აღნიშნა ფეხბურთელის ძმამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები