ლა ლიგის გუნდების კაპიტნები აჯანყებას ამზადებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლა ლიგის გუნდების კაპიტნები აჯანყებას ამზადებენ


ლა ლიგის გუნდების კაპიტნები აჯანყებას ამზადებენ

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 20-ვე გუნდის კაპიტნები ესპანელ ფეხბურთელთა ასოციაციის ოფისში შეიკრიბებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელები ლა ლიგის მატჩების აშშ-სა და კანადაში ჩატარების საწინააღმდეგოდ გეგმის შემუშავებას აპირებენ.

16 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგამ ამერიკულ მედიაკომპანისთან, Relevent Sports-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ლა ლიგის ჯერჯერობით უცნობი რაოდენობის მატჩი ჩატარდება სხვა აშშ-სა და კანადაში.

ხელშეკრულება 15 წლით არის გათვალისწინებული და დიდი ალბათობით, პირველი მატჩი უკვე ამ სეზონში შედგება, თუმცა, არა ახალ წლამდე. თანაც, ამ შეხვედრაში მონაწილეობა ან "რეალმა", ან "ატლეტიკომ", ანაც "ბარსელონამ" უნდა მიიღონ.

თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეთანხმება ფეხბურთის ასოციაციისა და სამეფო საფეხბურთო ფედერაციასთან შეთანხმების გარეშე გაფორმდა.

დიდი ალბათობით, ფეხბურთელების ასოციაცია გამოაქვეყნებს განცხადებას, რომელსაც 20-ვე კაპიტნის ხელმოწერა ექნება დართული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები