კარაგერი: "მოურინიო აუცილებლად გასაგდებია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კარაგერი: "მოურინიო აუცილებლად გასაგდებია!"


კარაგერი:

"ლივერპულის" ლეგენდარული მცველი, ჯეიმი კარაგერი, მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმატების ვერ მოუტანს.

"დარჩება თუ არა მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონისთვის? არამგონია. ვფიქრობ, მან თანამდებობა შესაძლოა უკვე ამ სეზონში, უახლოეს პერიოდშიც, დაკარგოს.

ედ ვუდვარდმა იცოდა, რომ როდესაც ჟოზეს ეძახდა, ეს იყო მწვრთნელი დღეისთვის და არა ხვალისთვის.

მოურინიოსთან ერთად უნდა იფიქროთ წარმატებაზე აწმყოში და არა გუნდის განვითარებაზე მომავალში. სწორედ ამიტომ იყიდეს მისთვის იბრაჰიმოვიჩი, მატიჩი და სანჩესი.

ხოლო თუ გუნდს უნდა, რომ იყიდოს ახალგაზრდა მოთამაშეები და მათ განვითარებაზე იზრუნოს, მაშინ მოურინიო უნდა მოიცილოს. ვფიქრობ, მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გასაგდებია", - განაცხადა ჯეიმიმ.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ახალი სეზონი მძიმედ დაიწყეს და მეორე ტურში სტუმრად "ბრაიტონთან" 2:3 დამარცხდნენ.

ასევე იხილეთ:

294 მილიონი სკამზე

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

მესის გარეშე - ვინ გახდება წლის საუკეთესო მოთამაშე UEFA-ს ვერსიით?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები