ჰიონესმა ლევანდოვსკის აგენტი დატროლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰიონესმა ლევანდოვსკის აგენტი დატროლა


ჰიონესმა ლევანდოვსკის აგენტი დატროლა

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, რობერტ ლევანდოვსკის ირგვლივ შექმნილ სიტუციაზე ისაუბრა და საკმაოდ სასაცილო კომენტარიც გააკეთა.

30 წლის პოლონელ ფორვარდს ამ ზაფხულს კლუბის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ "რეკორდმაისტერის" ბოსებმა მის გაყიდვაზე პრინციპულად განაცხადეს უარი და არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავიდნენ.

"რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა ჩემთან შეხვედრა ითხოვა, რაზეც ვუპასუხე, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ შემიძლია 2 სექტემბერს შევხვდე", - ასე შეაფასა ჰიონესმა ზაფხულში არსებული მდგომარეობა.

რობერტ ლევანდოვსკიმ გაზაფხულზე ახალი აგენტი, გამოცდილი ისრაელი სპეციალისტი პინი ზაჰავი, აიყვანა, მაგრამ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობასთან ისიც ვერაფერს გახდა.

რობერტ ლევანდოვსკიმ ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო - პირველ ორ ოფიციალურ თამაშში 4 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები