კლოპი: "არ ვიცი, ვუყვარვართ თუ არა ნაბი კეიტას, ის ძალიან ცოტას ლაპარაკობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "არ ვიცი, ვუყვარვართ თუ არა ნაბი კეიტას, ის ძალიან ცოტას ლაპარაკობს"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის ახალი ნახევარმცველის, ნაბი კეიტას ადაპტაციაზე ისაუბრა.

"ის ძალიან მორცხვია, მაგრამ მოედანზე ეს არ ჩანს. მას დრო სჭირდება, ვარჯიშებზე კეიტა მუდამ სადიო მანეს გვერდით იმყოფება.

ნაბი ყველას უყვარს, მაგრამ, არ ვიცი, მასაც ვუყვარვართ თუ არა, რადგან ის ბევრს არ ლაპარაკობს. საფეხბურთო თვალსაზრისით მისი დიდებული პოტენციალის დანახვა ყველას შეუძლია. მას დრო უნდა მივცეთ.

დაცვით თამაშში ის ძალიან სტაბილურია, მაგრამ, ტაქტიკური გადმოსახედიდან პროგრესი კიდევ ესაჭიროება და ამის შესაძლებლობაც აქვს." - ციტირებს კლოპის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი TEAMtalk.

23 წლის კეიტა "ლივერპულს" ამ ზაფხულს შეუერთდა, იქამდე კი, ორი სეზონი "ლაიპციგში" გაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები