ბაიერნი მომდევნო ზაფხულისთვის დიდ ტრანსფერს გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნი მომდევნო ზაფხულისთვის დიდ ტრანსფერს გეგმავს


ბაიერნი მომდევნო ზაფხულისთვის დიდ ტრანსფერს გეგმავს

გაისად მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, იქნება.

"Abola" იტყობინება, რომ გერმანული გრანდი ამ სეზონის შემდეგ ლეგენადარულ გარემარბებს, არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის, გაუშვებს, ხოლო მათ სანაცვლოდ ერთ უმაღლესი კლასის შემტევს დაიმატებს.

"ბაიერნის" მთავარი ალტერნატივა სწორედ გრიზმანია, რომელმაც "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი წელს გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს.

27 წლის ფრანგმა მადრიდული კლუბის რიგებში ჩატარებულ 209 თამაშში 112 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები